"ჩემი მარაგში" სააღდგომო შეთავაზებები დაიწყო
წინასააღდგომო მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია. ამ პერიოდს წელსაც განსაკუთრებული დატვირთვით ხვდება ,,ჩემი მარაგი“ - საოჯახო პროდუქციის ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს 500-ზე მეტი დასახელების საუკეთესო ხარისხის პროდუქტს სთავაზობს.
სააღდგომო სუფრისთვის ყველა საჭირო პროდუქტის მოძიება „ჩემი მარაგის“ ონლაინ პლატფორმაზე არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, ბრენდი აერთიანებს ფართო არჩევანსა და სპეციალურ შეთავაზებებს ყველაზე მოთხოვნად სააღდგომო პროდუქტებზე.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს „ჩემი მარაგის“ ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკა ქიშმიშებითა და ფერადი ცუკატებით. საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებით მდიდარი პასკა მათთვისაა, ვინც უპირატესობას მძიმე და ნოტიო ტექსტურას ანიჭებს.
„ჩემი მარაგის“ ნაკრების კოლექციას ,,სააღდგომო მარაგი“ დაემატა. ,,სააღდგომო მარაგის“ ნაკრებში შედის: ოქროსფერი ქიშმიში, ყავისფერი ქიშმიში, ცუკატი, დაფქული დარიჩინი და დაფხვნილი მიხაკი. თითოეული პროდუქტი ყურადღებით არის შერჩეული, რათა მომხმარებელს აღარ დასჭირდეს მათი ცალკე მოძიება ან შეგროვება.
სააღდგომო აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების შეძენას განსაკუთრებულად ფასად შეძლებენ.
გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, „ჩემი მარაგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც მარაგების სწორ დაგეგმარებას, ისე საკურიერო მომსახურების ეფექტურობას. კომპანია წინასწარ იმარაგებს ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს და უზრუნველყოფს მაქსიმალურად ოპერატიულ მიწოდებას, რათა შეკვეთები დროულად ჩავიდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
მომხმარებლებს შეუძლიათ წინასააღდგომო ფასდაკლებების ნახვა და სასურველი პროდუქციის შერჩევა ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელებში. შეკვეთის განთავსება კი შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონი ზარის და მესენჯერის მეშვეობით. პროცესი მარტივია და მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე.
„ჩემი მარაგი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ხარისხს, მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომ ფასებს, რათა წინასააღდგომო სამზადისი კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს.
032 2 42 47 97
(R)