ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა მარკო რუბიოსთან - როგორ აფასებს პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარს?
"ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
"ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას.
ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.