“არ მივცემთ არცერთ მაცთურსა და ავისმოსურნეს ჩვენი ისტორიული არჩევანის რევიზიის საშუალებას, რადგანაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კითხვაზე ჩვენი პასუხია - დიახ!“ - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

“არ მივცემთ არცერთ მაცთურსა და ავისმოსურნეს ჩვენი ისტორიული არჩევანის რევიზიის საშუალებას, რადგანაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კითხვაზე ჩვენი პასუხია - დიახ!“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა - არ მივცემთ არცერთ მაცთურსა და ავისმოსურნეს ჩვენი ისტორიული არჩევანის რევიზიის საშუალებას; რადგანაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კითხვაზე ჩვენი პასუხია - დიახ! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, დანაღმული, ვიწრო და მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე.

„დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას - გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა, ერთხმად თქვა - დიახ!

31 მარტი ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ადამიანის, რომელმაც რეფერენდუმიდან სულ რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის, დღეს უკვე მისი სახელობის დარბაზში, გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირა ქართული სახელმწიფოს ხელახალ დაბადებას.

განაგრძეთ კითხვა