"მე რომ დასასვენებლად მივდიოდი, ამას სიცხეს აძლევდა... ბუკას რომ მივყვებოდი, ტირილი დაიწყო...“ - ეკა მიშველაძე დედაშვილობაზე, შვილების მიჯაჭვულობასა და კარიერაზე
ტელეწამყვანი დედა-შვილი - ეკა მიშველაძე და მაკო კვიტაიშვილი, ანა ტყებუჩავას პოდკასტ V ელემენტს სტუმრობდნენ. ისაუბრეს დედაშვილობაზე, შვილების მიჯაჭვულობაზე, როგორია საქმიანი დედისთვის ოჯახზე ზრუნვა და ა.შ. ეკა ორი ქალიშვილის დედაა - ეკა და მაკო კვიტაიშვილების. ამბობს, რომ გაზრდაში ჰყავდა დამხმარე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი დრო და ყურადღება როდისმე მოკლებიათ შვილებს. მისი ქალიშვილები საკმაოზე მეტადაც იყვნენ დედაზე მიჯაჭვულები და ამბობს, რომ ხანდახან დიდ ასაკშიც გამოიხატებოდა ეს.

ეკა:
- დასასვენებლად რომ მივდიოდი, ამას სიცხეს აძლევდა 39-ს და არ მერგებოდა არაფერი. მირეკავდნენ დედაჩემი, მეორე ბებია, რომ არა, შენ კი არ ინერვიულო, მაგრამ სიცხე აქვს... როგორ არ უნდა ინერვიულო? ჩამოვიდოდი ან დავბრუნდებოდი და კარგად იყო ეს.
მაკო:
- რეალურად შენ რომ მიდიოდი, მე რა მემართებოდა? ანუ იმის გარდა, რომ რეალურად სიცხეს მაძლევდა, მქონდა რაღაცა ამოჩემება, სულ ეკას კარადაში ვიყავი შევარდნილი და ვიღებდი ეკას იმ მაისურს, რაც ეცვა ღამე, რომ მისი სუნი ჰქონოდა და ამითი ვიძინებდი... დედა-შვილმა გაიხსენა ის ეპიზოდიც, როცა ეკა მეორედ დაქორწინდა - პოლიტიკოს ბუკა პეტრიაშვილზე: