"აღარც მეფე ტრამპი, აღარც ზედმეტი ომები, რომლებიც ჩვენს რესურსებს ძარცვავენ" - ლეგენდარული მსახიობი რობერტ დე ნირო ამერიკაში საპროტესტო ტალღას შეუერთდა - კვირის პალიტრა

"აღარც მეფე ტრამპი, აღარც ზედმეტი ომები, რომლებიც ჩვენს რესურსებს ძარცვავენ" - ლეგენდარული მსახიობი რობერტ დე ნირო ამერიკაში საპროტესტო ტალღას შეუერთდა

შა­ბათს, 28 მარტს აშშ-ის თით­ქმის ყვე­ლა შტატ­ში დო­ნალდ ტრამ­პი­სა და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბის უზარ­მა­ზარ­მა მა­სებ­მა 50-ვე შტა­ტის ქუ­ჩე­ბი მო­იც­ვა. რო­გორც მე­დია წერს, ჯამ­ში 8 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა აშშ-ის სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა.

“არა მე­ფე­ებს!“ - სწო­რედ ამ ლო­ზუნ­გით გა­ი­მარ­თა მა­ნი­ფეს­ტი­სე­ბი 3300-ზე მეტ ლო­კა­ცი­ა­ზე.

ტრამ­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე მე­სა­მედ გა­ი­მარ­თა. თუმ­ცა, ასე­თი მას­შტა­ბე­ბის აქამ­დე არ­ცერ­თი ყო­ფი­ლა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა აშშ-ის სა­ზღვრებს გა­რე­თაც - მად­რიდ­ში, რომ­ში, ლონ­დონ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

no-king-43279-1774938998.jpg

პრო­ტეს­ტის ავან­გარ­დშია ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი რო­ბერტ დე ნირო, მას­თან ერ­თად რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტესტს შე­უ­ერ­თდნენ სხვა ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი. მათ შო­რის იყ­ვნენ: ბრი­უს სპრინგსტი­ნი და ჯეინ ფონ­და.

“გა­სულ ზამ­თარს ფე­დე­რა­ლურ­მა ჯა­რებ­მა მი­ნე­ა­პო­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სიკ­ვდი­ლი და ტე­რო­რი მო­ი­ტა­ნეს. მათ არას­წო­რი ქა­ლა­ქი აირ­ჩი­ეს. მი­ნე­ა­პო­ლი­სის, მი­ნე­სო­ტას მო­სახ­ლე­ო­ბის ძალა და სო­ლი­და­რო­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო. თქვენ­მა ძა­ლამ და მონ­დო­მე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ეს ჯერ კი­დევ ამე­რი­კაა და ეს კოშ­მა­რი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა,“ - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მომ­ღე­რალ­მა ბრი­უს სპრინგსტინ­მა აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ ათი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქეს.

განაგრძეთ კითხვა