„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს და 26 მაისს აქციას აანონსებს - კვირის პალიტრა

„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს და 26 მაისს აქციას აანონსებს

„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“. ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე საზოგადოებას „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გააცნო.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, უნდა გაზარდონ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ამასთან, უნდა გაანეიტრალონ რეჟიმის პროპაგანდა.

„გაგაცნობთ „ოპოზიციის ალიანსის“ მიმართვას. 35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოხატეს თავისი ურყევი ნება აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.

ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი თარიღები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას.

სწორედ ამიტომ, დღეს, 31 მარტს, „ოპოზიციის ალიანსი“ ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ერთობლივ - ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

განაგრძეთ კითხვა