“იგეგმება აშშ-ში ვიზიტი - ჩავდივართ ერთი მიზეზით: მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით - მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში -ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან დაადასტურა, რომ „ოპოზიციის ალიანსი" აშშ-ში ვიზიტს გეგმავს.
„იგეგმება ვიზიტი, მანამდე ვიზიტი გვექნება ევროპაში ალიანსის წევრებს, ალიანსის სახელით. აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით - მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში",-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
გარდა ამისა, მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც შეაფასა.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეს სატელეფონო ზარი ადასტურებს, რომ აშშ-ის საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს.
„საქართველოსა და ირანს შორის უმოკლესი მანძილი არის 160 კმ. სახმელეთო ოპერაციას ამზადებს აშშ, თბილისიდან 1000 კილომეტრშია თეირანი. ეს ზარი არის კარგი. ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ინტერესები საქართველოს მიმართ არსებობს