"დაყაჭეთ მილიარდები": პუტინი ოლიგარქებს "არეკეტებს"?! - ელევა თუ არა მოსკოვს ომის გაგრძელების ფული - კვირის პალიტრა

"დაყაჭეთ მილიარდები": პუტინი ოლიგარქებს "არეკეტებს"?! - ელევა თუ არა მოსკოვს ომის გაგრძელების ფული

მოსკოვში კრემლის ბინადარი ვლადიმირ პუტინი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პუტინმა მათ უთხრა, რომ მანამდე გააგრძელებს უკრაინაში ომს, სანამ მთლიანად­ არ დაიპყრობს დონბასის ოლქს. მისი თქმით, ის თავის დროზე თანახმა იყო "დემილიტარიზებული ზონის" შექმნაზე, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან უკრაინამ ეს იდეა "წითელ ხაზებად" გამოაცხადა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, პუტინმა­ მოუწოდა სხვადასხვა ბიზნესმენს, რომ "შემო­წირულობა" შეეტანათ რუსეთის ბიუჯეტში, რათა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური ყოფილიყო და ასევე, ომის გაგრძელებას საფრთხე არ შეჰქმნოდა. იდეა, რომ "ქვეყნისთვის მძიმე დროს" ბიზნეს­მენებისთვის ფული "შეეწერათ", "როსნეფტის" ხელმძღვანელ იგორ სეჩინს მიუწოდებია პუტინისთვის წერილობით.

წყაროების ცნობით, მილიარდერმა სულეიმან ქერიმოვმა შეხვედრაზევე თქვა, რომ ის შემოწირულობის სახით 100 მილიარდ რუბლს გაიღებდა. იმავე თანხის დასადებად მზად არის მეტალურგიის მაგნატი ოლეგ დერიპასკა. კიდევ ერთ ბიზნესმენს გამოუთ­ქვამს სურვილი, რომ ომისთვის ფული შეეწირა, თუმცა თანხა არ დაუსახელებია.

ახლა ვნახოთ, როგორია კრემლის ვერსია.­ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი­ პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა­ ბიზნესმენებს რამე სთხოვა.

"სიმართლე ის არის, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ საჭიროდ მიიჩნევს სახელმწიფოსთვის ძალიან, ძალიან­ მსხვილი თანხის გამოყოფას. ეს მისი ოჯახის გადაწყვეტილება იყო. ეს ინიციატივა იმით დაასაბუთა, რომ შეხვედრის­ მონაწილეების უმრავლესობამ ბიზნესი 90-იან წლებში დაიწყო და ეს დაკავშირებული იყო სახელმწიფოსთან. ამიტომაც ბევრი საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, რომ მსგავსი შემოწირულობა გაიღონ. ეს არ იყო პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა, მაგრამ მან, რა თქმა უნდა, ამ იდეას სრულად დაუჭირა მხარი", - თქვა დმიტრი პესკოვმა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი­ ვერსიაა­ სარწმუნო: ის, რომ პუტინმა ბიზ­ნეს­მენებს ფულის დაყაჭვა მოსთხოვა, თუ ის, რომ ოლიგარქებს უცბად გაახსენდათ, როგორ იშოვეს ფული 90-იან წლებში სახელმწიფოს დახმარებით (რაც თავისთავად კრიმინალია), სინდისმა შეაწუხათ და ომის ყულაბაში მილიარდების შეტანა გადაწყვიტეს?!

რა თქმა უნდა, ოლიგარქების მონანიება ზღაპარია. თუ ვინმემ ამ შეხვედრაზე­ მართლაც თქვა, რომ თავისი ინიციატივით გამოემშვიდობებოდა მილიარდებს, ეს, დიდი ალბათობით, წინასწარ შეთანხმებული სპექტაკლი იქნებოდა - კრემლში ხომ ამის დიდოსტატები არიან.

წაიკითხე ვრცლად