რას წერს გია ხუხაშვილი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე?! - კვირის პალიტრა

რას წერს გია ხუხაშვილი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე?!

"რაც შეეხება რუბიოს ზარს:დიდი ანალიზი არ სჭირდება დასკვნას, რომ ის განპირობებული იყო ირანის ომის მეორე ფაზასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემებით", - ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"შესაბამისად, მაღალი ალბათობით, გამომდინარე იქიდან რომ რუსეთის მარწუხებში მყოფ ხელისუფლებას აშშ-სთან ამ კუთხით თანამშრომლობის “ფუფუნება” არ აქვს, საუბრის რეალური შედეგი არა ურთიერთობების გაუმჯობესება, არამედ გაუარესება იქნება.

ველოდები, ამგვარი შედეგის პირველივე სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, როგორ იტყვის კობახიძე, რომ რუბიო მისგან ირანთან მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა…" - წერს ხუხაშვილი.