"სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ცდილობენ, გასულ წელს მომხდარი ხანძარი მას დააბრალონ" - გიორგი სიორიძე - კვირის პალიტრა

"სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ცდილობენ, გასულ წელს მომხდარი ხანძარი მას დააბრალონ" - გიორგი სიორიძე

სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ, რომ გასულ წელს სასამართლო შენობაში მომხდარი ხანძარი მას დააბრალონ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მიმართ წაყენებული ახალი ბრალი „ტერორისტული აქტის ჩადენის“ მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით.

მისივე მოსაზრებით, ეს არის „ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა“.

„სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ, რომ გასულ წელს სასამართლო შენობაში მომხდარი ხანძარი ალეკო ელისაშვილს დააბრალონ. ეს სამართალი არანაირად არ არის, რადგან მათივე ექსპერტიზა ამბობს, რომ გავრცელებული კადრები და წინა კადრებიც, არ არის ადამიანის იდენტიფიკაციისთვის საკმარისი. საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო „სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა“ და ამაზე ალეკო ელისაშვილი ღიად საუბრობდა, ახლა თურმე, ტერორიზმი ყოფილა. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის იერიში, პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა