საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - დეტალური ინფორმაცია ბენზინგასამართი სადგურებიდან
საქართველოში ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართზე საწვავი ისევ გაძვირდა. ამჯერად მატება 10 თეთრამდეა. საერთო ჯამში კი, 9 მარტიდან ფასი 17-დან 75 თეთრამდეა გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან უკვე აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად, საბოლოო ჯამში, ლიტრზე 17-დან 75 თეთრამდე გაიზარდა.
საქართველოში ერთი ლიტრი საწვავი 9 მარტიდან 17- 75 თეთრით გაძვირდა
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი”გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)
Gulf (ზრდა 40-დან 74 თეთრამდე)
G-Force სუპერი - 3.93 ლარი (3.53 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით;
G-Force პრემიუმი - 3.53 ლარი ( 3.07 ლარი იყო), ზრდა 46 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი - 3.39 ლარი (2.97 ლარი იყო), გაიზარდა 42 თეთრით;ე
ევრო რეგულარი - 3.37 ლარი (2.92 ლარი იყო), გაიზარდა 45 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - 3.87 (3.13 ლარი იყო), გაიზარდა 74 თეთრით;
ევრო დიზელი - 3.77ლარი ( 3.35ლარი იყო), გაიზარდა 42 თეთრით.
Wissol (ზრდა 28-დან 49 თეთრამდე)
ეკო სუპერი - 3.82 ლარი ( 3.54 ლარი იყო), გაიზარდა 28 თეთრით;
ეკო პრემიუმი - 3.42 ლარი (3.12 ლარი იყო), გაიზარდა 30 თეთრით;
ეკო დიზელი - 3.72 ლარი (3.23 ლარი იყო), გაიზარდა 49 თეთრით;
ევრო დიზელი - 3.67 ლარი (3.18 ლარი იყო), გაიზარდა 49 თეთრით;
ევრო რეგულარი -3.27 ლარი ( 2.97 ლარი იყო), გაიზარდა 30 თეთრით.
Socar ( ზრდა 17-დან 52 თეთრამდე)
ნანო სუპერი - 3.72 ლარი (3.55 ლარი იყო), გაიზარდა 17 თეთრით;
ნანო პრემიუმი -3.40 ლარი ( 3.11 ლარი იყო), გაიზარდა 29 თეთრით;
ნანო ევრო რეგულარი - 3.24 ლარი( 2.95 ლარი იყო), გაიზარდა 29თეთროთ;
ევრო 5 დიზელი - 3.50 ლარი (2.99 ლარი იყო), გაიზარდა 51 თეთრით;
ნანო ევრო 5 დიზელი -3.60 (3.08 ლარი იყო), გაიზარდა 52 თეთრით.
Rompetrol (ზრდა 21-დან 50 თეთრამდე)
Efix სუპერი - 3.80 ლარი (3.59 ლარი იყო), გაიზარდა 21 თეთრით;
Efix ევრო პრემიუმი - 3.43 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 28 თეთრით;
ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (3.04 ლარი იყო), გაიზარდა 23 თეთრით;
Efix ევრო დიზელი - 3.65 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 50 თეთრით;
ევრო დიზელი - 3.60 (3.10 ლარი იყო), გაიზარდა 50 თეთრით.