როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები - კვირის პალიტრა

როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ასე იწყე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ერ­თი­ა­ნი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 1991 წლის 31 მარტს, ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი­თა და 1991 წლის 9 აპ­რი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტით"...

ამას­თან, 31 მარ­ტი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა... ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დღეს 84 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ამ რე­ფე­რენ­დუ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შე­სა­ხებ, მის­მა პი­რად­მა მფრი­ნავ­მა ზაურ ბე­დი­ამ ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ "გზის" არ­ქი­ვი­დან ამ ინ­ტერ­ვი­უს:

- 31 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუმ­მა ქვეყ­ნის არა მარ­ტო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, არა­მედ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი გა­რან­ტია შექ­მნა. ჩემ­თვის, რო­გორც სო­ხუ­მე­ლის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს რე­ფე­რენ­დუ­მი ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის - აფხა­ზეთ­შიც ჩა­ტარ­და. კარ­გად მახ­სოვს, რო­გო­რი გან­წყო­ბა ჰქონ­დათ ბერ­ძნებს, რუ­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - აფხა­ზებს. მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა ხმა ქარ­თულ ორი­ენ­ტა­ცი­ას მის­ცა, რა­შიც დიდი იყო ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ღვაწ­ლი, - ის დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და, აფხა­ზე­ბი მას "ჩვენს პრე­ზი­დენტს" ეძახ­დნენ და უსი­ტყვოდ აღი­ა­რებ­დნენ, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენ­ტებ­ზე ვერ ვი­ტყვი. გამ­სა­ხურ­დი­ას ოპო­ნენ­ტე­ბი დღემ­დე ამ­ბო­ბენ, რე­ფე­რენ­დუ­მი და­ბა­დე­ბის დღეს და­ამ­თხვი­აო, რაც აბ­სურ­დია - ეს გა­მო­კი­თხვა 17 მარ­ტის სა­კავ­ში­რო რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რომ­ლის მი­ზა­ნიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო. ზვი­ადს არც იმის ჩა­წყო­ბა შე­ეძ­ლო, რომ 31 მარ­ტი კვი­რა დღე ყო­ფი­ლი­ყო.

ვფიქ­რობ, ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც, გამ­სა­ხურ­დი­ას ფე­ნო­მე­ნი და როლი ბო­ლომ­დე არ არის გა­აზ­რე­ბუ­ლი. ის დიდი პატ­რი­ო­ტი იყო, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა თა­ვის ერს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­გი­ერ­თი დღე­საც ფიქ­რობს, რომ ის დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ცუ­რავ­და. მახ­სოვს, გროზ­ნო­ში, იძუ­ლე­ბით ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას, მას­თან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­დი­ო­და თბი­ლი­სი­დან და სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან. მათ შო­რის - უც­ნო­ბე­ბი. დაც­ვა ფრთხი­ლობ­და, იცო­და, რომ ყვე­ლას ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ზვი­ად­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აუკ­რძა­ლა მათი შე­მოწ­მე­ბა: - გა­ჩხრე­კა არა­ვის აკად­როთ, ისე შე­მო­უშ­ვი­თო. ერთი შე­ხედ­ვით, კუშ­ტი ჩან­და, თუმ­ცა ზედ­მე­ტად ენ­დო­ბო­და ადა­მი­ა­ნებს და მოხ­და ისე, რომ მის გვერ­დით მყო­ფე­ბი­დან, არა­ერ­თი მო­ღა­ლა­ტე აღ­მოჩ­ნდა.

1992 წლის 31 მარტს, მას შემ­დეგ, რაც თენ­გიზ სი­გუ­ას ბრძა­ნე­ბით და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­მარ­თვეს, გროზ­ნო­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემი "მოსკვი­ჩით" ჩა­ვე­დი, მეგ­რუ­ლი პურ­მა­რი­ლით დატ­ვირ­თუ­ლი. ვი­ცო­დი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯო­ხა­რი გროზ­ნო­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს, მით უმე­ტეს - ზვი­ა­დის ოჯახს არა­ფერს აკ­ლებ­და. გროზ­ნო­ში ჩას­ვლი­სას, ასე­თი­ვე, ხო­რა­გი­თა და ღვი­ნით დატ­ვირ­თუ­ლი მე­ო­რე მან­ქა­ნა დამ­ხვდა, კა­ხე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი, ერ­თმა­ნეთს გროზ­ნოს ცენ­ტრში, სას­ტუმ­რო "კავ­კა­ზის" წინ შევ­ხვდით. მათ მი­თხრეს: - ბა­ტო­ნო ზაურ, ზვი­ა­დის რე­ზი­დენ­ცი­ამ­დე ვერ მივ­დი­ვართ, იქ დუ­და­ე­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი მი­ტინგს ატა­რე­ბე­ნო. - რაღა ამ დღეს მო­უნ­დათ-მეთ­ქი? - გა­ვი­ფიქ­რე, მან­ქა­ნე­ბი იქვე დავ­ტო­ვეთ და ფე­ხით წა­ვე­დით.

მფრი­ნა­ვის ფორ­მა მეც­ვა. მი­ტინგზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ხალ­ხი იყო. მე­ო­რე მხა­რეს, რე­ზი­დენ­ცი­ის შე­სას­ვლელ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იდ­გნენ და მათ შო­რის დის­ტან­ცია სულ 10-15 მეტ­რი იყო. ამ ჩოჩ­ქოლ­სა და არე­უ­ლო­ბა­ში წინ წა­ვი­წიე. მინ­დო­და, და­მე­ნა­ხა, რა ხდე­ბო­და, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან პრე­ზი­დენტს და მის ოჯახს აშ­კა­რა საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. ასე აღ­მოვ­ჩნდი ჩე­ჩე­ნი "პო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის" წინა ხაზ­ზე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მე­ო­რე მხრი­დან და­მი­ძა­ხეს: - ზაურ, შე­ჩერ­დი! - და იქი­დან ორი ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი მა­მა­კა­ცი წა­მო­ვი­და ჩემ­კენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკან და­ი­ხი­ეს, დაც­ვამ კი ხელი მომ­კი­და და რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში შე­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ყვე­ლა სა­ო­მარ მზად­ყოფ­ნა­ში იყო. ზვი­ა­დის დაც­ვის ბი­ჭებს შეს­ვლის­თა­ნა­ვე, ქარ­თუ­ლად ვკი­თხე, - პრე­ზი­დენ­ტი სად არის-მეთ­ქი? ხმა არ გამ­ცეს. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­კი­თხე და ბოლო ხმა­ზე რომ ვიყ­ვი­რე, უცებ ზვი­ა­დის ხმა მო­მეს­მა, - ბიჭო, აგერ ვარო! - თურ­მე, გა­მა­თა­მა­შეს. გა­და­ვეხ­ვიე ზვი­ადს, ვუ­თხა­რი, - რამ­დე­ნი­მე კუ­თხი­დან არი­ან თქვენ­თან ჩა­მო­სუ­ლი და­ბა­დე­ბის დღის მო­სა­ლო­ცად-მეთ­ქი.

განაგრძეთ კითხვა