"დუბაიში ბინას მჩუქნიდნენ და არ ავიღე..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"დუბაიში ბინას მჩუქნიდნენ და არ ავიღე..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"რაც არ უნდა დაემართოს ირანს, უნდა გვესმოდეს, რომ დუბაის, აბუ-დაბის, კატარის წარმატების ისტორია დასრულებულია (დიახ, ქოცებო სულ ტყუილად იყიდეს დუბაიში ბინები, თავის დროზე მჩუქნიდნენ და არ ავიღე), როგორც მათ თავის დროზე ჩაანაცვლეს ომის ქარცეცხლში გახვეული ლიბანი", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ზუსტად ახლა თავად ყურის არაბები და საერთაშორისო ინვესტორები მოძებნიან ფულის დასაბანდებელ ადგილს. ზუსტად ამისთვისვაშენებდი ლაზიკას პორტს, რათა როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოეჩვენოთ ვიღაცებს, კოლხეთის დაბლობზე შექმნილი ახალი დუბაი, საქართველოს გააჩნდა იდეალური მონაცემები გამხდარიყო მსოფლიო მნიშვნელობის ჰაბი, მაგრამ იმ პირობებში თუ აქ იქნებოდა თავისუფლება და არ იქნებოდა კორუფცია.

ბანდიტურ რეჟიმთან კი მოდის მხოლოდ საეჭვო ფული და ის შეზღუდულია. ევროპაში ინტეგრაციის პარალელურად საქართველოს მართლაც შეუძლია იყოს ახლო აღმოსავლეთის მთავარი ჰაბი. ფინანსური, ლოჯისტიკური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური, ტურისტული ცენტრი, რომელიც გაამდიდრებს მის თითოეულ მოქალაქეს და არა მხოლოდ ყაჩაღების ერთ მუქარას.

ეს ასეც მოხდებოდა ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო და ამას ვერანაირი პროპაგანდა და წვრილმანი პოლიტიკანების კბენები ვერ დააყენებს ეჭვქვეშ. ისევე როგორც ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს შეუძლია ასეთი სწრაფი განვითარება, თუ ამ რეჟიმს მოვიშორებთ, იქნებ ახლა მაინც ეყოს გადაუდებლად ჩვენს ერს ხედვა და დამიჯეროს", - წერს სააკაშვილი.