ირანთან ომში პრეზიდენტი ტრამპი „პრეზიდენტმა ფორდმა“... გაჭედილი ტუალეტების გამო მიატოვა ...
ნახევარი საუკუნის წინ,1974-77 წლებში აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი გახლდათ,რომელიც ისტორიაში შევიდა,როგორც ვიეტნამის ომის დამამთავრებელი,იმ ომის, რომელსაც ამერიკელები დღესაც დიდი გულისტკივილით იხსენებენ,რადგან ამერიკის ისტორიაში შავი ფურცლები ჩაწერა...
და,50 წლის შემდეგ „პრეზიდენტი ფორდი“ ისევ გამოდის ომიდან,ამჟამად აშშ-ების ირანთან ომიდან,რომლის ერთ-ერთ წამომწყები (ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს აყოლებით),აშშ-ის 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქცა და ჯერ კიდევ არავინ იცის, სულ რაღაც ერთი თვის წინ დაწყებული ეს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ირანთან,რაში გადაიზრდება და იქნებ ვიეტნამის დიდი ომიც კი „გადაფაროს“ თავისი ტრაგიკული შედეგებით მთელი მსოფლიოსთვის...
თავად ექსპრეზიდენტი ჯერალდ ფორდი კი გარდაიცვალა ოცი წლის წინ,მაგრამ მის სახელს ატარებს ცხრა წლის წინ შეიარაღებაში მიღებული აშშ-ების უახლესი ატომური ავიამზიდი USS Gerald R. Ford (CVN-78)-ი,რომელიც იძულებული გახდა წითელ ზღვაში საბრძოლო პატრულირების ზონა დაეტოვებინა... „აფეთქებული“ ტუალეტებისა და ხანძარგაჩენილი სამრეცხაოს გამო,რაც ირანის აითოლების რეჟიმისთვის ნამდვილ, მოულოდნელ საჩუქრად გადაიქცა,რადგან „ჯერალდ ფორდის“ საავიამზიდო ჯგუფი გამოაკლდა მის წინააღმდეგ მებრძოლი პენტაგონის საბრძოლო შესაძლებლობებს...
ყველაფერი კი ასე იწყებოდა...
აშშ-ის ყველაზე თანამედროვე ატომური ავიამზიდი USS Gerald R. Ford (CVN-78) თავისი ამჟამინდელი საბრძოლო მორიგეობა ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში დაიწყო ხმელთაშუა ზღვაში. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით ის სასწრაფოდ გადაისროლეს კარიბის ზღვაში,სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციაში „აბსოლუტური მტკიცე გადაწყვეტილება“ ,რომელიც ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მოტაცებით დამთავრდა.
სწორედ ის გარემოება,რომ 2026 წლის 8-9 იანვარს,როდესაც ირანში ქალაქების ქუჩებში ოპოზიციის მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობდა და ყველაზე მომგებიანი სიტუაცია გახლდათ ირანელი დემონსტრანტების ამერიკული სამხედრო ძალით დახმარების,მაშინ ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ძალიან შორს იმყოფებოდა...
მოგვიანებით ეს ავიმზიდი პენტაგონმა დააბრუნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში,კერძოდ წითელ ზღვაში,რათა დახმარებოდა ორ სხვა ამერიკულ საავიამზიდო ჯგუფებს,რომლებიც ხმელთაშუა ზღვიდან და არაბეთის ზღვიდან თვითმფრინავებს აგზავნიდნენ ირანის დასაბომბად,მაგრამ ტუალეტებისა და სამრეცხაოს პრობლემებმა „ჯერალდ ფორდი“ გამოთიშა ტრამპის ოპერაცია „ეპიკური მრისხანებაში“ მონაწილეობისგან...
თებერვალში, როდესაც USS Gerald R. Ford ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა, მისი ტუალეტების სისტემა გაფუჭდა(როგორც ირკვევა უნიტაზებში ჭუჭყიანი მაისურების მასობრივად ჩაყრის გამოც) და ავიამზიდის ეკიპაჟი იძულებული გახდა „ომი გადაედოთ“ და შეკეთებისთვის კრეტას კუნძულზე შეჩერებულიყვნენ.
რადგან როდესაც საუბარია 4500 კაციანი ეკიპაჟის წევრებისთვის განკუთვნილ 650 ტუალეტზე, ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ...
მოგვიანებით,უკვე წითელ ზღვაში, USS Gerald R. Ford-მა კიდევ ერთი ავარია განიცადა, ამჯერად დიდი ხანძარი გაჩნდა სამრეცხაოში,რომელიც ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა. შედეგად, 3 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, კიდევ 200 მეზღვაურს ავარიასთან დაკავშირებით სამედიცინო დახმარება გაეწია,რადგან კვამლისაგან მოიწამლა.
კვამლის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, აშშ-ის საზღვაო ძალები იძულებული გახდნენ, ჯერ კიდევ საგამოცდო რეჟიმში მყოფი ავიამზიდიდან USS John F. Kennedy (CVN-79) -დან დაუყოვნებლივ გაეტანათ 1000 ლეიბი, რათა ისინი USS Gerald R. Ford-ზე გადაეგზავნათ.
გარდა ამისა, იქ შეგროვდა 2000 სპორტული კოსტიუმი და სხვა ტანსაცმელი ეკიპაჟისთვის გასანაწილებლად. ხანძარმა დროებით შეაფერხა ავიამზიდზე ყველა ოპერაცია. ასევე ცნობილია, რომ დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი ფართი 100 საწოლთან ერთად.
ავარიის სრული მასშტაბები, ისევე როგორც მისი ზუსტი მიზეზები, ამჟამად უცნობია და, სავარაუდოდ, მხოლოდ ოფიციალური გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, ცნობილია, რომ სამრეცხაოს არაერთი ცნობილი პრობლემა ჰქონდა, რამაც, სავარაუდოდ, ავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა.
უკვე ნათელია, რომ ავარიის შედეგები ძალიან სერიოზულია. აშშ-ის საზღვაო ფლოტის ავიამზიდი "ჯერალდ რ. ფორდი“ იძულებული გახდა დაეტოვებინა წითელი ზღვა და ბოლო 30 დღის განმავლობაში მეორედ მიემართება კრეტას კუნძულისკენ გადაუდებელი რემონტისთვის.
თუმცა,კრეტაზე მისი რემონტი ვერ განხორციელდა და ეს უზარმაზარი ამერიკული ატომური ავიამზიდი ხორვატიაში, სპლიტის პორტში გადაიყვანეს...
ხანძრის შედეგების გარდა, "ჯერალდ ფორდს“ შესაძლოა სხვა პრობლემებიც ჰქონდეს, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ეს ატომური ავიამზიდი თითქმის რეკორდულ,280 დღიან საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდა...
ირანთან ომს „გამოქცეულ“ „პრეზიდენტ ფორდს“ აშშ-ში დაბრუნების შემდეგ რამდენიმეწლიან რემონტს ჩაუტარებენ,რომლის დროსაც მასზე ბაზირებულ საჰაერო ფრთას,რომელიც მოძველებული F/A-18-ებისგან შედგება,უფრო თანამედროვე F-35C-ებით ჩაანაცვლებენ,თუმცა ყოველთვის და ყველაფრით უკმაყოფილო აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი არ დაუვიწყებს „პრეზიდენტ ფორდს“ ირანთან ომში მის მიტოვებას...საგემბანო ტუალეტების გაჭედვის გამო ...