"მო­გიყ­ვე­ბით მის ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე. მისი ყალ­ბი ღი­მი­ლის უკან ვინც დგას...“ - სკანდალი “გარდენიაში“ - კვირის პალიტრა

"მო­გიყ­ვე­ბით მის ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე. მისი ყალ­ბი ღი­მი­ლის უკან ვინც დგას...“ - სკანდალი “გარდენიაში“

"გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მფლო­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე, სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრშია. ამ­ჯე­რად მას ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ხა­ტია ნე­ფა­რი­ძე უპი­რის­პირ­დე­ბა და ბიზ­ნეს­მენს უხეშ მო­პყრო­ბა­ში, შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ნე­ფა­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯერ პოს­ტი, შემ­დეგ კი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, მას­სა და შე­ვარ­დნა­ძეს შო­რის მოხ­და.

"მისი ყალ­ბი ღი­მი­ლის უკან ბო­რო­ტე­ბა დგას“ - ხა­ტია ნე­ფა­რი­ძის სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბახა­ტია ნე­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ ერთი კვი­რის მძი­მე შრო­მის შემ­დეგ, მას სამ­სა­ხუ­რი­დან ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე უშ­ვებ­დნენ, სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის მცდე­ლო­ბა კი ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სი­ით დას­რულ­და:

"მო­გიყ­ვე­ბით მის ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე. მისი ყალ­ბი ღი­მი­ლის უკან ვინც დგას... ერთი კვი­რის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შემ­დეგ, მი­ცხა­დე­ბენ, რომ უნდა და­მემ­შვი­დო­ბონ. ღმერ­თმა იცის და ვინც მე მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის რო­გო­რი ადა­მი­ა­ნიც ვარ. არც შრო­მას ვთა­კი­ლობ და არა­ფერს... როცა მი­ვე­დი და ვცა­დე მშვი­დად, უბ­რა­ლოდ მი­ზე­ზის გარ­კვე­ვა, პა­სუ­ხი ვერ გამ­ცეს. აი, უბ­რა­ლოდ, თურ­მე უნდა იყოს საკ­მა­რი­სი მათი სი­ტყვა... და როცა ხელ­მე­ო­რედ ვკი­თხე და ვცა­დე ამეხ­სნა, რომ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი რაც ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და და რაც არ შე­დი­ო­და და თა­ნაც საკ­მა­ოდ მძი­მე სა­მუ­შაო აქვთ, ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ცხვირ­წინ მა­გი­და­ზე ხელი და­მირ­ტყა და პირ­და­პირ ასე მი­თხრა "გააჯ... აქე­და­ნო!“

მსგავ­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ვის მო­უ­ყე­ნე­ბია ჩემ­თვის და არც ვა­პი­რებ შე­ვარ­ჩი­ნო. იცო­დეთ, ეგ ადა­მი­ა­ნი არის ბო­რო­ტე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, მას არ უყ­ვარს არც მცე­ნა­რე­ე­ბი და არც ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­გორც ნივ­თებს ისე ექ­ცე­ვა ხალ­ხს. მას სჭირ­დე­ბა ყურ­მოჭ­რი­ლი მონა! იცო­დეთ!“ - წერს ხა­ტია ნე­ფა­რი­ძე.

ხა­ტია ნე­ფა­რი­ძის მი­მარ­თვამ ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მომ­ხდარს შე­ვარ­დნა­ძის "რთულ ხა­სი­ათს“ მი­ა­წერ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნე­ფა­რი­ძემ ვი­დე­ოც ჩა­წე­რა.

"რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს მხო­ლოდ ჩემი შემ­თხვე­ვა არ არის. ჩემს წინა პოსტზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნის­გან მსგავ­სი "კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტი­ლი" ბევ­რის­თვის ნაც­ნო­ბია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამას უკვე "ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად" აღიქ­ვამს - "ეგე­თია და რა ვქნათ". რა­ტომ ვწერ ამას? მე არ ვე­ძებ მხო­ლოდ თა­ნაგ­რძნო­ბას. მე მინ­და ვთქვა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა არა­ვის აძ­ლევს უფ­ლე­ბას, სხვას ღირ­სე­ბა შე­უ­ლა­ხოს. დუ­მი­ლი აძ­ლი­ე­რებს მო­ძა­ლა­დეს. თუ ჩვენ შე­ვე­გუ­ე­ბით იმას, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბი­სას გვა­გი­ნონ და გვიყ­ვი­რონ, ეს ნორ­მად იქ­ცე­ვა.

განაგრძეთ კითხვა