"პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი“ - შორენა ბეგაშვილის ემოციური პოსტი ზურაბ შევარდნაძეზე
"გარდენია შევარდნაძის“ გარშემო ხმაური არ წყდება. მას შემდეგ, რაც ყოფილმა თანამშრომელმა, ხატია ნეფარიძემ ბიზნესმენი ზურა შევარდნაძე უხეშობასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, სკანდალს ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა.
ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში 2022 წელს მომხდარი ისტორია გაიხსენა, როდესაც შვილის, ევა ბარბაქაძის დაბადების დღეს "გარდენიაში“ იხდიდა. მსახიობის თქმით, ის მოატყუეს, თანხა ორჯერ გადაახდევინეს, შეთანხმებული დეკორაციის ნაცვლად კი სულ სხვა რამ დახვდა.
- "პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი“ - შორენა ბეგაშვილის ემოციური პოსტი
მსახიობი გაკვირვებულია იმით, თუ როგორ "თამაშობს“ ზურაბ შევარდნაძე ეკრანზე სულ სხვა ადამიანს.
გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
"ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად "გარდენიაში". ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა. გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი - "ყვავილების“ (შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე). ერთ კვირაში რომ მივედით: