“26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის მიუღებელია“ - ტატა ხვედელიანი - კვირის პალიტრა

“26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის მიუღებელია“ - ტატა ხვედელიანი

26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების“ მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის, მიუღებელია - მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის” მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრები და მათთან მუდმივად საუბარი, თუმცა საქართველოს ბედი და ჩვენი პოლიტიკური ვითარება უნდა წყდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მიერ. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი - ჩვენი ქვეყნის ბედი მშვიდობიანი ფორმით გადაწყდეს.

რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ეროვნული დატვირთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა არის ზეპარტიული საკითხები და ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

განაგრძეთ კითხვა