“რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველ დღე, ყოველ წამს, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით უნდა წარსდგნენ - არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება“ - ლევან მახაშვილი
ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველ დღე, ყოველ წამს, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ეს ახალი, ლამაზი სახელები და ცისარტყელას ფერები არ აინტერესებს - მათ კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება სჭირდებათ, ოპოზიცია კი ამის ნაცვლად ახალი სახელებით საზოგადოების დაბნევას ცდილობს.
რაც შეეხება 26 მაისს აქციის დაგეგმვას, მახაშვილის თქმით, 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება გასაკვირი არ არის.
„ძალიან საინტერესოა ისევ [აქციის] ისეთ ღონისძიებებზე დამთხვევა, მათი ე.წ. ფინალური აქტების, რომელიც წინასწარ იკითხება, რომ მოიცავს საზოგადოებრივი დაპირისპირების საკითხებს. მე არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება. კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოებაში დაყოფას და შუღლის გაღვივებას და როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, აგერ ვინ არიან მთავარი ავტორები პოლარიზაციის, ამითაც კარგად ჩანს.
რაც შეეხება ამ ალიანსს, რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, რომ „აღვსდექით და ერთად ვართ“, მერე უკვე ისევ რაღაც ახალ-ახალი სახელები, ახალ-ახალი სხვადასხვა ფერის და სახელებით დაყოფა იყო. ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად - ყოველ დღე, ყოველ წამს, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე.