ანი ნადარეიშვილის განცხადებით, როგორც ადვოკატს, ბაჩო ახალაიას ციხეში მონახულების უფლება მისცეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, მას, როგორც ადვოკატს, ახალაიას ციხეში მონახულების უფლება მისცეს.
როგორც ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სიმართლე ადრე თუ გვიან, ყოველთვის იმარჯვებს.
„პატარა, მაგრამ ჩემთვის და ბაჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება! 3-თვიანი ყოველდღიური ბრძოლის შედეგად დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის კანონიერი უფლება, როგორც ადვოკატმა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ადრე თუ გვიან. უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად დიდი გამარჯვებისთვის, არ უნდა გავჩერდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
ადვოკატი ანი ნადარეიშვილი მანამდე აცხადებდა, რომ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალის გაცნობის პროცესს არ დაასწრეს.