სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა - გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა - კვირის პალიტრა

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა - გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა

კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა - გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 980 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს, ჯამურად, 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა.

„ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 980 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი უწყების მიერ ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეთა განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. არასრულწლოვანთა ქორწინების იძულების დასადგენად (ან გამოსარიცხად) საჭიროა სრულფასოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, არასრულწლოვნის სპეციალური მეთოდოლოგიით გამოკითხვა, ფსიქოლოგის ჩართვა და სხვ.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ არის უზრუნველყოფილი საგამოძიებო ბერკეტები, მათ შორის, მოწმის უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად, რთული და, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ბავშვის მიმართ ქორწინების იძულების დადგენა. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილი ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების სტატისტიკა ოფიციალურად არ აღირიცხება.

განაგრძეთ კითხვა