"ლევან ჯანგველაძის დავალებით მცემეს, გამასაზიზღრეს... მინდოდა ლევანთან მშვიდობიანად მინდოდა მესაუბრა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა" - გელა უძილაური მკვლელობის დღეს იხსენებს - კვირის პალიტრა

"ლევან ჯანგველაძის დავალებით მცემეს, გამასაზიზღრეს... მინდოდა ლევანთან მშვიდობიანად მინდოდა მესაუბრა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა" - გელა უძილაური მკვლელობის დღეს იხსენებს

ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე ვარ მე, არა­ნა­ი­რი და­გეგ­მვა, კონ­სულ­ტა­ცია არ მქო­ნია, ძმებ მი­ქა­ძე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­გან გა­ვი­გე, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გელა უძი­ლა­ურ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ჩვე­ნე­ბა ძმებ მი­ქა­ძე­ე­ბი­სა და გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის საქ­მე­ზე მის­ცა, ის დაც­ვის მხა­რის მოწ­მეა.

უძი­ლა­უ­რის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ის ძმებ მი­ქა­ძე­ებს, რომ­ლე­ბიც მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თად არი­ან და­სახ­ლე­ბუ­ლი, სა­ერ­თოდ არ იც­ნობს.რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბულს, ძებ­ნა­ში მყოფ გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს, უძი­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას იც­ნობს, რად­გან ჯო­ხა­ძეს­თან 3 წელი იმუ­შა­ვა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, მას გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი სთა­ვა­ზობ­დნენ მი­ქა­ძე­ე­ბის­თვის ხე­ლის და­დე­ბას და მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თე­ბად და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბად და­სა­ხე­ლე­ბას, რის შემ­დე­გაც მას­ზე შე­ღა­ვა­თე­ბი გავ­რცელ­დე­ბო­და.

უძი­ლა­ურ­მა მხო­ლოდ ორის ვი­ნა­ო­ბა გა­იხ­სე­ნა, რომ­ლე­ბიც მისი ჩვე­ნე­ბით, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იო­სებ სი­გუა და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გი­ორ­გი ავა­ლიშ­ვი­ლი არი­ან.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ხე­ლის და­დე­ბას გი­ორ­გი ჯო­ხა­ძე­ზეც სთხოვ­დნენ.

უძი­ლა­უ­რის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე პი­რა­დი მო­ტი­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მოკ­ლა, თუმ­ცა, ამის გან­ზრახ­ვა მას არ ჰქო­ნია და არც "არა­ნა­ირ ან­გა­რე­ბით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას აქვს ად­გი­ლი".

"სა­ნამ დას­მულ შე­კი­თხვებს ვუ­პა­სუ­ხებ, მინ­და, სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თო, ამ საქ­მეს ჰყავს ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე და ეს დამ­ნა­შა­ვე ვარ მე. ძმებ მი­ქა­ძე­ებს არ ვიც­ნობ, არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ და ფი­ზი­კუ­რა­დაც არ ვიცი ვინ არი­ან.

ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეს­თან მხო­ლოდ ერთხელ მქონ­და შეხ­ვედ­რა, 2022 წელს მას­თან "სკა­ი­პის" სა­შუ­ა­ლე­ბით ბიტ­კო­ი­ნე­ბის ქარ­ხა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­სა­უბ­რე, ჩემს მე­გო­ბარს, სერ­გეი ბონ­და­რენ­კოს კრი­მი­ნა­ლებ­მა ბიტ­კო­ი­ნე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი სა­წარ­მო წა­არ­თვეს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ლე­ვა­ნის ვე­სა­უბ­რე. მე, რო­გორც ქარ­თველ­მა ქარ­თველს ვთხო­ვე, რა­ღაც ნა­წი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ჩემი მე­გობ­რის­თვის...

ვი­ცო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და ლე­ვა­ნი. ერთ-ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის დროს, სერ­გეი ბონ­და­რენ­კომ მი­თხრა, რომ ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი ჰყავ­და და­ღუ­პუ­ლი და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე იქ­ნე­ბო­და... და­საფ­ლა­ვე­ბის მე­ო­რე დღეს რა­ი­ონ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის­გან ნა­ჩუ­ქა­რი, გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი ია­რა­ღი მქონ­და და რა­ი­ონ­ში უნდა წა­მე­ღო....

ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე წა­ვე­დი, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩა­მო­სუ­ლი. მის­თვის უნდა მეთ­ქვა, შენს სი­ტყვას ვენ­დე და შენი ბი­ჭე­ბი სას­ტი­კად მო­იქ­ცნენ, მინ­და ვი­ცო­დე რომ ეს მი­თი­თე­ბა შენ არ მი­გი­ცია-მეთ­ქი. ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე რომ მი­ვი­და, არც შე­მიმ­ჩნე­ვია, ტე­ლე­ფონ­ში ვი­ყა­ვი, მე­სი­ჯებს ვწერ­დი, მი­სა­მარ­თი მკი­თხა, ხმა­ზე ვი­ცა­ნი და ვუ­თხა­რი, რომ არ ვი­ცო­დი. ნაც­ნო­ბი სახე გაქ­ვსო მი­თხრა. ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე სა­დარ­ბა­ზო­დან კა­ხა­ბერ ძან­ძა­ვას­თან ერ­თად გა­მო­ვი­და, მე ფეხ­ზე ავ­დე­ქი, ლე­ვან­მაც და ძან­ძა­ვა­მაც ამათ­ვა­ლი­ე­რა - ჩა­მათ­ვა­ლი­ე­რეს. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ძან­ძა­ვამ თქვა, რომ სა­ეჭ­ვოდ მი­მიჩ­ნია. კა­ხა­ბერ ძან­ძა­ვამ შე­მომ­ხე­და, ლე­ვა­ნის რა­ღაც ანიშ­ნა, ნა­ბიჯს აუჩ­ქა­რეს, "დავ­წვი" რომ ლე­ვან­მა მიც­ნო და მოქ­მე­დე­ბას აპი­რებ­და, შე­მოვტრი­ალ­დი და ია­რა­ღი ამო­ვი­ღე, რომ შევტრი­ალ­დი ლე­ვა­ნი მოქ­მე­დე­ბა­ზე იყო გა­და­სუ­ლი, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, ლე­ვა­ნის ვუ­თხა­რი, არ ამო­ი­ღო ია­რა­ღი თო­რემ გეს­ვრი-მეთ­ქი და არც მოხ­ვედ­რია, ლე­ვა­ნი იმ წამ­სვე ადგა, სხე­ულ­ზე ვეს­რო­ლე, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე წა­იქ­ცა, ძან­ძა­ვა მან­ქა­ნის უკან გა­იქ­ცა, ჰა­ერ­ში გა­ვის­რო­ლე.

მი­ქა­ძე­ებს არ ვიც­ნობ, ფი­ზი­კუ­რად ვინ არი­ან, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დამ­კვე­თე­ბად ძმე­ბი მი­ქა­ძე­ე­ბი და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, მათი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­გან გა­ვი­გე. გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს­თან 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ხელ­ფასს წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს ვინ მი­რი­ცხავ­და, ჩემი საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გა­ვი­გე, რომ და­ვით მი­ქა­ძის­გან მე­რი­ცხე­ბო­და",- გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა.

ად­ვო­კატ ზვი­ად კორ­ძა­ძის კი­თხვა­ზე, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და თუ არა, რამე შე­ხე­ბა ძმებ მი­ქა­ძე­ებ­თან ან მათი სა­ხე­ლით ვინ­მეს­თან, უძი­ლა­ურ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

"ამ მკვლე­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე ვარ მე, არა­ნა­ი­რი და­გეგ­მვა, კონ­სულ­ტა­ცია არ მქო­ნია, ძმებ მი­ქა­ძე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­გან. თუ მათ და­ვა­სა­ხე­ლებ­დი, რა­ღაც შე­ღა­ვა­თებ­საც მი­ვი­ღებ­დი",- გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა.

კორ­ძა­ძის კი­თხვა­ზე, მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა თუ არა, ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, უძი­ლა­ურ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"არა ბა­ტო­ნო, არა­ნა­ი­რი ან­გა­რე­ბა".. ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, თუ რა იყო და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი, მან უპა­სუ­ხა, რომ ეს პი­რა­დი იყო.

"ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის და­ვა­ლე­ბით მცე­მეს, გა­მა­სა­ზი­ზღრეს, მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ უსა­მარ­თლოდ მო­მექ­ცნენ, ლე­ვან­თან ნორ­მა­ლუ­რად, მშვი­დო­ბი­ა­ნად მინ­დო­და მე­სა­უბ­რა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, მოქ­მე­დე­ბა­ზე რომ გა­და­ვი­და, შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე გას­რო­ლა. იქ ვი­დე­ო­კად­რე­ბია, ყვე­ლა­ნა­ი­რი რა­კურ­სით ვარ გა­და­ღე­ბი­ლი, 3 სა­ა­თი ვი­დე­ქი იქ, ვერ ნა­ხავთ მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვას",- გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბით, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს­თან უნ­დო­და კავ­შირ­ზე გას­ვლა და თქმა, "რა უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა". მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე დღეს პო­ლი­ცი­ა­ში აპი­რებ­და ჩა­ბა­რე­ბას. უძი­ლა­უ­რის თქმით, მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა უკა­ნო­ნოდ აქვს მის­ჯი­ლი."უკა­ნო­ნოდ მაქვს ამ­ხე­ლა სას­ჯე­ლი მოს­ჯი­ლი",- გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა.

მისი ჩვე­ნე­ბით, გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს სა­ბან­კო ან­გა­რი­ში არ ჰქონ­და, რის გა­მოც, ხელ­ფა­სი სხვის­გან ერი­ცხე­ბო­და, ნა­წილს კი ხელ­ზე აძ­ლევ­და.

პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ მას და­უს­ვა კი­თხვა, მო­ბი­ლუ­რის რამ­დე­ნი ნო­მე­რი ჰქონ­და, რა­ზეც უძი­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ორი, თუმ­ცა, ზე­პი­რად არ ახ­სოვ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, პრო­კუ­რორ­მა მას ჰკი­თხა, თუკი, ნომ­რებს ვერ იმახ­სოვ­რებ­და, სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი თა­უ­ე­რი­დან" გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს­თან სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მელს რო­გორ და­ა­რე­კი­ნა, უძი­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ნო­მე­რი ზუს­ტად ახ­სოვ­და.

პრო­კუ­რო­რის კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნი ტე­ლე­ფო­ნი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბის დღეს, უძი­ლა­ურ­მა უთხრა, რომ ერთი, მე­ო­რე ტე­ლე­ფონ­ზე კი თქვა, რომ და­კარ­გა და არ იცის სად.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის ია­რაღს, პრო­კუ­რო­რის კუ­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, თუ სად წა­ი­ღო ის, უძი­ლა­ურ­მა უპა­სუ­ხა, რომ "გა­და­აგ­დო, სა­დღაც ტყე­ში".

გელა უძი­ლა­ურს კი­თხვე­ბი მო­სა­მარ­თლე რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მაც და­უს­ვა. მო­სა­მარ­თლის კი­თხვით, თუკი, უძი­ლა­უ­რი მე­ო­რე დღეს პო­ლი­ცი­ას უნდა ჩა­ბა­რე­ბო­და, რა­ტომ გა­და­აგ­დო მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი ტყე­ში და რა­ტომ არ წა­რუდ­გი­ნა ის პო­ლი­ცი­ას.

"ეს უბე­დუ­რე­ბა, რომ და­მე­მარ­თა, არ ვი­ცო­დი, ჯან­გვე­ლა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი რომ იყო",- გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა, რა­ზეც მო­სა­მარ­თლე ჩა­ე­კი­თხა, რამ­დე­ნი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის სა­პა­სუ­ხო­დაც მსჯავ­რდე­ბულ­მა თქვა, რომ "არ იცის, მაგ­რამ ბევ­რი".

"მა­ი­ო­რის­თვის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ფეხ­ში გას­რო­ლაა?",- ჰკი­თხა მას მო­სა­მარ­თლემ, რა­ზეც უძი­ლა­ურ­მა უპა­სუ­ხა, რომ

"დაბ­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა". მან მო­სა­მარ­თლის ჩა­კი­თხვა­ზე ია­რა­ღის გა­დაგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხა:

"ამ ია­რაღ­მა დამ­ღუ­პა, ამ ია­რა­ღით დავ­ჭე­რი ადა­მი­ა­ნი-მეთ­ქი",- გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა.

"იმა­ვეს ვერ იტყო­დით გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან? აგერ, ამ ია­რაღ­მა დამ­ღუ­პაო და ვერ წა­რუდ­გენ­დით?",- ჩა­ე­კი­თხა მას კვლავ მო­სა­მარ­თლე ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, რის სა­პა­სუ­ხო­დაც უძი­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს ალ­ბათ, მისი შეც­დო­მაა".

მო­სა­მარ­თლე ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა მას ასე­ვე ჰკი­თხა, თუკი, ქარ­თვე­ლი ქარ­თველს უნდა და­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ია­რა­ღით რა­ტომ წა­ვი­და?

"ჩემი ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მქონ­და, ია­რა­ღი, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ მქონ­და, რა­ი­ონ­ში უნდა წა­მე­ღო",- გა­ნა­ცხა­და უძი­ლა­ურ­მა.

ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის კი­თხვა­ზე, გას­რო­ლის დროს, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე იყო თუ არა ზურ­გით, უძი­ლა­ურ­მა თქვა: "არა ბა­ტო­ნო, გვერ­დი­დან იყო".

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა ძმებ გი­ორ­გი და და­ვით მი­ქა­ძე­ებს, ასე­ვე გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ედა­ვე­ბა. გი­ორ­გი ჯო­ხა­ძეს ასე­ვე, გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილ­თან ერ­თად მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბის შე­ძე­ნას ედა­ვე­ბი­ან.ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თი­თა და ან­გა­რე­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და გია ჩა­დუ­ნე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლია გელა უძი­ლა­უ­რი. მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მსჯავ­რდე­ბუ­ლია სან­დრო წივ­წი­ვა­ძე, მას 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

ამა­ვე საქ­მის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძე. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/109-ე მუხ­ლის "ნ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ოთარ რო­მა­ნოვ- ფარ­ცხა­ლა­ძე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

"ინტერპრესნიუსი"