"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნოელია სიცოცხლის ბოლო საათებში ყოყმანობდა ევთანაზიასთან დაკავშირებით..." - ტრამპი ესპანეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და გამოძიებას იწყებს - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნოელია სიცოცხლის ბოლო საათებში ყოყმანობდა ევთანაზიასთან დაკავშირებით..." - ტრამპი ესპანეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და გამოძიებას იწყებს

ვა­შინგტონ­სა და მად­რიდს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდის ფონ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­რი­გი გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზი დო­ნალდ ტრამ­პის ის ბრძა­ნე­ბა გახ­და, რო­მე­ლიც ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლის, ნო­ე­ლია კას­ტი­ლი­ოს, ევ­თა­ნა­ზი­ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ეხე­ბა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ეს­პა­ნეთს “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ში“ ადა­ნა­შა­უ­ლებს და პა­სუ­ხებს ითხოვს მას შემ­დეგ, რაც 25 ახალ­გაზ­რდა ქალს ევ­თა­ნა­ზი­ით სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა მის­ცეს.

გა­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წე­რი­ლის ში­ნა­არს ეხე­ბა, აჩ­ვე­ნებს რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს­პა­ნეთ­ში მყოფ ამე­რი­კელ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს და­ა­ვა­ლა, გა­მო­ი­ძი­ონ, თუ რო­გორ მი­ვი­და 25 წლის ეს­პა­ნე­ლი ქალი იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ სი­ცო­ცხლე ბარ­სე­ლო­ნას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ევ­თა­ნა­ზი­ით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

“ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ იმ ბრალ­დე­ბე­ბით, რომ ქალ­ბა­ტო­ნი კას­ტი­ლიო სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ ყოფ­ნის დროს არა­ერ­თხელ გახ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და არ­ცერ­თი დამ­ნა­შა­ვე არ არის დას­ჯი­ლი. ჩვენ­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქალ­ბა­ტონ­მა კას­ტი­ლი­ომ სი­ცო­ცხლის ბოლო სა­ა­თებ­ში ყოყ­მა­ნობ­და, თუმ­ცა ეს სიგ­ნა­ლე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იქნა. ეს საქ­მე სე­რი­ო­ზულ კი­თხვებს აჩენს ეს­პა­ნეთ­ში ევ­თა­ნა­ზი­ის კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­სა და არა­ლე­ტა­ლუ­რი ტან­ჯვის შემ­თხვე­ვებ­ში" - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში.

განაგრძეთ კითხვა