ირანის შეიარაღებული ძალები - ომი მტრის სამუდამო დანებებამდე გაგრძელდება - კვირის პალიტრა

ირანის შეიარაღებული ძალები - ომი მტრის სამუდამო დანებებამდე გაგრძელდება

ომი მტრის სამუდამო დანებებამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბი ავრცელებს.

ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმაურება.

„ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, ეს ომი გაგრძელდება თქვენს დამცირებამდე, შერცხვენამდე და სამუდამო დანებებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-სა და ისრაელს აფრთხილებს.

„ჩვენს უფრო გამანადგურებელ, ფართომასშტაბიან და დამანგრეველ ქმედებებს ელოდეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში სტრატეგიული მიზნების დასასრულს უახლოვდება და მზად არის, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები გააძლიეროს.

„ვაპირებთ, მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყათ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია“, - აღნიშნა ტრამპმა.

“ინტერპრესნიუსი“