“პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატო-ში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა“ - ნატო-ში აშშ-ის ელჩი - კვირის პალიტრა

“პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატო-ში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა“ - ნატო-ში აშშ-ის ელჩი

პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატო-ში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მეთიუ უიტაკერმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

უიტაკერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა აშშ ნატო-ში.

„ახლა ყველაფერი განიხილება. ნათელია, რომ პრეზიდენტი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატო-ში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ან ნებისმიერ რამ, რასაც აშშ აკეთებს“, - განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.

ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებს ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ ისინი ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით ოპერაციას არ შეუერთდებოდნენ.

განაგრძეთ კითხვა