"ახალგაზრდები განიცდიდნენ ფი­ლტ­ვის კოლაფსს და სხვა მწვავე­ რესპირატორულ დაავადებებს" - მილიონობით ბავშვი ნიკოტინის ტყვეობაში - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდები განიცდიდნენ ფი­ლტ­ვის კოლაფსს და სხვა მწვავე­ რესპირატორულ დაავადებებს" - მილიონობით ბავშვი ნიკოტინის ტყვეობაში

სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის 40 მილიონი ბავშვი ნიკოტინის ტყვეობაშია. "ვეიპების" პოპულარობა მოზარდებში 9-ჯერ აღემატება ზრდასრულთა მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2026 წლის მთავარ თემად "მიმზიდველობის ნიღბის ჩამოხსნა" გამოაცხადა. კამპანია პირდაპირ ამხილებს ინდუსტრიის სტრატეგიას: პროდუქციის მუდმივი რებრენდინგი ახალი თაობის მოსატყუებლად, რათა ბაზარზე მომხმარებელთა წყვეტა არ მოხდეს. ინდუსტრია "ინოვაციური" შეფუთვით ცდილობს გვერდი აუაროს რეგულაციებს­ - სინთეზური ნიკოტინი, არომატიზებული­ ბალიშები (პოუცჰეს) ­და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები (ელექტრონული სიგარეტი, ვეიპი, გასახურებელი თამბაქო)­ სწორედ ის იარაღია,­ რომლითაც დამოკიდებულების ახალ ტალღას ქმნიან.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელთან, ეკა ლომიძესთან ერთად განვიხილეთ, როგორ მუშაობს თამბაქოს მექანიზმი, როგორ ყალიბდება ნიკოტინდამოკიდებულება.

- ნიკოტინი ერთ-ერთი უძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. შესაბამისად მითია, თითქოს მისი შემცველი რაიმე პროდუქტი ამშვიდებს მომხმარებელს. წამებში­ აღწევს ტვინამდე და იწვევს თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებზე მიჯაჭვულობას. ამასთან, ძლიერი კარდიოტოქსინია და ყოველდღიურად ანგრევს მწეველის გულსისხლძარღვთა სისტემას.

- ელექტრონული სიგარეტი (ვეიპი) და გასახურებელი თამბაქოც (აიქოსი) დამოკიდებულებას იწვევს?

- ორივეში ნიკოტინი მაღალი კონცენტ­რაციითაა და ძალიან სწრაფ და ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. რადგან­ სულ ხელში უკავიათ და მუდმივად ეწევიან, რთული­ ქცევითი მიჯაჭვულობაც ვითარდება­ და თავის დანებება ჩვეულებრივ სიგარეტზე მეტად უძნელდებათ. მოწევასაც უფრო იოლად იწყებენ. კომპანია "ფილიპ მორისმა",­ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციაში (FDA) "აიქოსის" , როგორც "მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს ნაწარმის" დასარეგისტრირებლად დამალა­ 56 მავნე ნივთიერება, რომელთაგან 22-ის დონე 200%-ით (ორჯერ) მეტი იყო, ხოლო 7 მათგანის კონცენტრაცია 1000%-ით (ათჯერ) აღემატებოდა სტანდარტული კვამლის მაჩვენებლებს. გასახურებელი თამბაქო წარმოქმნის სრულიად ახალ ტოქსიკურ ნაერთებს, რაც ჩვეულებრივ სიგარეტში არ გვხვდება. მწარმოებლის მიერ "დავიწყებული" ქიმიური ნივთიერებების დიდი ნაწილი­ ტოქსიკოლოგიურად ჯერ შეუსწავლელია. შესაბამისად, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ეს პროდუქტი ნაკლებად მავნეა, ჯანმრთელობაზე მისი გრძელვადიანი გავლენა უცნობია... რაც შეეხება ელექტროსიგარეტს, ახალგაზრდებში ყველაზე­ ფართოდ გავრცელებულ, მომხიბვლელად შეფუთულ საწამლავად მიიჩნევა, რომელიც მალევე იწვევს ფილტვის შეუქცევად დაავადებას, ე.წ. პოპკორნის ფილტვს (მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი). შეიცავს ქიმიურ­ ნივთიერებას, არომატიზატორს, დიაცეტილს, რომლის შესუნთქვა იწვევს ბრონქიოლების ნაწიბუროვან ცვლილებებს­ და შესაბამისად ხველას, სუნთქვის გაძნელებას, სხვა ცვლილებებს. ელექტრონული სიგარეტების ორთქლში აღმოჩენილია მრავალი მავნე ქიმიკატი და მძიმე მეტალი, მათ შორის: ფორმალდეჰიდი, აცეტალდეჰიდი, აკროლეინი, ნიკელი, ტყვია, კადმიუმი და სხვ.

ბოლო წლებში მრავალი შემთხვევაა, სადაც ახალგაზრდები­, რომლებიც იყენებდნენ ელექტ­რონ­ულ სიგარეტებს, განიცდიდნენ ფი­ლტ­ვის კოლაფსს და სხვა მწვავე­ რესპირატორულ დაავადებებს. ზოგ­იერთ შემთხვევაში, პაციენტებს დასჭირდათ ფილტვის ტრანსპლანტაცია.

საგანგაშოა, რომ საქართველოში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაორმაგდა და 14%-ს გადასცდა.

მოზარდებში ნიკოტინი აფერხებს ყურადღების, სწავლისა და იმპულსების კონტროლის უნარს. იწვევს მუდმივ შფოთვას და გაღიზიანებას. ადამიანი კარგავს თავისუფლებას და ემოციურად ნივთიერებას ეჯაჭვება. უმრავლესობა მოწევას 13-18 წლის ასაკში იწყებს, ელექტრონულ სიგარეტს სინჯავენ 8-9 წლის ასაკში. ინდუსტრია სწორედ ამ ჯგუფს უმიზნებს ხილისა­ და ტკბილეულის არომატებით შეფუთული მოსაწევი საშუალებების რეკლამირებით­. მოწევის დაწყების ძირითადი მიზეზებია: თანატოლებზე გავლენა და "აღიარების" სურვილი; ილუზია, რომ მოწევა "მოდურია"; სოციალურ მედიაში არსებული აგრესიული რეკლამა, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან აკრძალულია, მაგრამ სამწუხაროდ, ცნობადი სახეები არ ერიდებიან კანონის დარღვევას და ბავშვების ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულებისკენ წაქეზებას.

- რაში გამოიხატება დამოკიდებულების პირველი ნიშნები­ და თავის დანებების რა გზები არსებობს? საქართველოში არსებობს ასეთი სახელმწიფო პროგრამები?

- მთავარი ნიშანია მოწევის ძლიერი სურვილი და თუ დროულად ვერ მოწევ, ფიზიკური ან ემოციური დისკომფორტი გექმნება. ასევე: სულ უფრო მეტი ღერი გინდა მოწიო და საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობებს არღვევ. ნიკოტინთან ბრძოლა ინდივიდუალურია და შეიძლება­ დამოუკიდებლად ან სპეციალისტების დახმარებით. მოწევა შეგიძლია გადააგდო დამოუკიდებლად, მყისიერად უარი თქვა. მოერიდო გამაღიზიანებლებს, რაც მოწევის­ სურვილს აღვიძებს (მაგ. ყავა, ალკოჰოლი, სტრესი). დაიწყო ფიზიკური აქტივობა. რეგულარული ვარჯიში ორგანიზმს ბუნებრივი დოფამინის გამომუშავებაში ეხმარება, რაც ნიკოტინური შიმშილის (ე.წ. ლომკის) სიმპტომებს საგრძნობლად ამსუბუქებს. გააგრძელეთ კითხვა