"ბევრი წარმოება დაიხურება, პროდუქცია გაძვირდება" - კახა ხაზარაძე გაზრდილი ტარიფებისა და რეგულაციების გავლენაზე
„ამ რეგულაციების მიღებას მე ვერ ვხსნი, რას აძლევს ქვეყანას?!“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ICR ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს როგორც განბაჟების გაძვირება ავტომობილებზე, მათი წლოვანების მიხედვით, ასევე პლასტიკის აკრძალვა.
როგორც კახა ხაზარაძე განმარტავს, შედეგად შესაძლოა ბევრი წარმოება დაიხუროს, პროდუქცია კი გაძვირდეს.
„ახლო აღმოსავლეთის ომის ფაქტორს, კიდევ ემატება ქვეყანაში ძალიან რთული რეგულაციები, ბიზნესისთვის. იგივე წლოვანების მიხედვით, განბაჟების გაძვირება ავტომობილებზე. ეკოლოგიას მაგით ვერ უშველით, საცობების პრობლემას ვერ უშველით.
"ბევრი წარმოება დაიხურება, პროდუქცია გაძვირდება" - კახა ხაზარაძე გაზრდილი ტარიფებისა და რეგულაციების გავლენაზე
ამას პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვს ყველაფერთან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ბრუნვა აქვს მაგ ბიზნესს. ძალიან ბევრი კომპანია ექსპორტს ახორციელებს, საკმაოდ დიდ დოვლათს ქმნის და ბევრ ადამიანს ასაქმებს.
ასევე, სერიოზული პრობლემაა პლასტიკის ჭურჭლის შეზღუდვა, რაც გაუგებარია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინდუსტრია და წარმოებაა მაგ პროცესში ჩართული. ევროპაშიც არ არის შეზღუდული.