"ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი საჯარო გამოსვლის დროს NATO-ს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესახებ ირონიულად ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო თავდაპირველად თეთრი სახლის YouTube არხზე მცირე ხნით გამოქვეყნდა და შემდეგ კი წაშალეს."ვურეკავ მაკრონს. რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა. ის ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია მარჯვენა ყბაზე მიყენებული ტრავმის გამო“, - თქვა დონალდ ტრამპმა, რასაც დარბაზში მყოფთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.
France-Presse-ის ცნობით, ტრამპი 2025 წლის მაისში გავრცელებულ ვიდეოს გულისხმობდა, სადაც ბრიჯიტ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტს სახეზე უხეშად ეხება.