“ბიძინა ივანიშვილი იმაზე მეტ შიშს გრძნობს დღეს აშშ-ს მიმართ, ვიდრე რუსეთთან მიმართებით გრძნობდა - „ცალ ფეხზე დგომის“ მასტერკლასს ჩაატარებენ! „ქართული ოცნება“ მალე გვაჩვენებს, რას ჰქვია „ცალ ფეხზე დადგომა““ - თენგო კირთაძე
ბიძინა ივანიშვილი იმაზე მეტ შიშს გრძნობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ვიდრე რუსეთთან მიმართებით გრძნობდა - „ცალ ფეხზე დგომის“ მასტერკლასს ჩაატარებენ - „ქართული ოცნება“ ახლო მომავალში გვაჩვენებს, რას ჰქვია „ცალ ფეხზე დადგომა“, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ზარში „ბიძინა ივანიშვილისთვის კარგი არაფერი ყოფილა“.
როგორც კირთაძე აღნიშნავს, რუბიოს ზარამდე ერთი დღით ადრე, აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს სანქციები 1 წლით გაუგრძელა.
“ძალიან კარგია, რომ რუბიომ კობახიძეს დაურეკა. რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის. ბიძინა ივანიშვილისთვის კარგი ამ ზარში არაფერი ყოფილა. დავინახეთ კიდეც პროპაგანდა. თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ამ საუბრის ძალიან მოკლე დახასიათება, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. დიახ, ეს ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და ამ საუბარში გადატვირთვის თვალსაზრისით ვერაფერი იქნებოდა. რუბიოს ზარამდე წინა დღით, ტრამპის ადმინისტრაციას შეეძლო, ბაიდენის სანქციებიდან ერთი სახელი და გვარი ამოეღო, თუმცა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 1 წლით გაუგრძელა.