“საპატრიარქოს მიმართ განცხადებები მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა, ეს ყველაფერი გარედანაა დაფინანსებული - რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება ჩაერიოს“ - კახა კალაძე - კვირის პალიტრა

“საპატრიარქოს მიმართ განცხადებები მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა, ეს ყველაფერი გარედანაა დაფინანსებული - რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება ჩაერიოს“ - კახა კალაძე

გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს და მითითებები მისცეს - ჩვენ მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად სინოდი მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეკლესია არის ძალიან ძლიერი და ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოს.

„რაც შეეხება, ზოგადად, საპატრიარქოს მიმართ განცხადებებს, დაწერილ სტატუსებს - ეს გუშინ არ დაწყებულა. ეს არის ეკლესიის, სარწმუნოების და საპატრიარქოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გარედანაა დაფინანსებული, გარედან წამოსული დავალებებია. იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ, მათ ჰქონდათ დავალება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გაეკეთებინათ ისეთი ტიპის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ.

განაგრძეთ კითხვა