“როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა“ - კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

“როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა“ - კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე

როდესაც საუბარია საქართველოს ინტერესებზე და ამ ინტერესების დაცვაზე, ვიზების თემა საერთოდ უადგილოა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან, ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - ეს არ მოხდება, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შვეიცარიის მიერ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

მისი თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ქართული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, რომელიც მიუღებელია.

„გავიხსენოთ, რა მუქარები, როგორი მოწოდებები იყო საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე და ამ ინტერესების დაცვაზე, ვიზების თემა საერთოდ უადგილოა.

დღეს „ქართული ოცნება“ მართავს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე მერამდენე წელია აირჩია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ეს შემთხვევით არ ხდება. ხალხი შემთხვევით ირჩევს „ქართულ ოცნებას“?

„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და იცავს ქართველ ხალხს.

მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო ის მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს ვითომ რაღაც ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, საქართველოში გვექნებოდა უბედურება.

განაგრძეთ კითხვა