"მწერენ გულდასაწყვეტ წერილებს, რომლებიც საქართველოში მიუსაფარი ძაღლების გაუჩინარებას უკავშირდება" - რას წერს ნინა დრამა?
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ - ისინი აცხადებენ, რომ მიუსაფარი ძაღლები "ქრებიან" და მათ ანადგურებენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას.
- ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.აქციის მონაწილეები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.
აღნიშნულ თემას ეხმიანება ცნობილი ინფლუენსერი ნინა დრამა, რომელიც UFC-ის ქართველ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ერთად წარსულში საქართველოშიც იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ნინამ საქართველოდან აშშ-ში ორი მიუსაფარი ძაღლი წაიყვანა.