“თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის - ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, ვიდრე ეს ბრძოლა არ შეეხება კალაძეს“ - თაზო დათუნაშვილი
თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის - თუ ამჯერადაც აუვლიან კახა კალაძეს გვერდს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უბრალოდ, „კლანური“ დაპირისპირება გრძელდება და ერთი „კლანის“ კადრების წმენდა მიმდინარეობს მეორე „კლანის“ მიერ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე 5 პირის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ „ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგორც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“.
„თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში, 100%-ით დადასტურებულად, აუცილებლად მიდის კახა კალაძემდე. თუ ამჯერადაც, ისევე როგორც ეს ბაღების საკითხში იყო, გვერდს აუვლიან კახა კალაძეს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უბრალოდ „კლანური“ დაპირისპირება გრძელდება და ერთი „კლანის“ კადრების წმენდა მიმდინარეობს მეორე „კლანის“ მიერ. შეუძლებელია ბაგა-ბაღების, სხვადასხვა ტენდერების მერე, კიდევ ერთი შემთხვევა მოხდეს, რომელიც ეხება თბილისის მერიას, რომელიც თავიდან ბოლომდე, თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა და ისევ კახა კალაძე გამოძვრეს აქედან მშრალი...“