თურქეთში ყაზახი კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

თურქეთში ყაზახი კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სტამ­ბო­ლის ფა­თი­ჰის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყა­ზა­ხი კუ­რი­ე­რის, არიფ ის­მა­ი­ლო­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

სპე­ცო­პე­რა­ცია სა­ზღვარ­თან

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ სტამ­ბო­ლი­დან ედირ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ე­მარ­თნენ, რათა ქვე­ყა­ნა უკა­ნო­ნოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ჟან­დარ­მე­რი­ამ მათი კვა­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­ად­გი­ნა.

მას შემ­დეგ, რაც ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­ში გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდნენ, ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში დრო­ნე­ბი ჩა­ერ­თო. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­სა­ზღვრო ზოლ­თან ახ­ლოს, ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას აიყ­ვა­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ედირ­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სტამ­ბო­ლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს გა­დას­ცეს.

ინ­ცი­დენ­ტი გუ­შინ, ფა­თი­ჰის რა­ი­ონ­ში, ზე­ი­ნეფ ქა­მი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. კუ­რი­ე­რად მო­მუ­შა­ვე არიფ ის­მა­ი­ლოვს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს, რის შემ­დე­გაც თავ­დამ­სხმე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. დაჭ­რი­ლი ის­მა­ი­ლო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის მი­მართ, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ედირ­ნემ­დე გა­და­იყ­ვა­ნა. მას მიგ­რან­ტე­ბის უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნა­სა და ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

წყარო