“სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს - 3 კანდიდატი კი შემდეგ სინოდზე გამოცხადდება“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კვირის პალიტრა

“სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს - 3 კანდიდატი კი შემდეგ სინოდზე გამოცხადდება“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, იმ დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია.

„დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება. წინმსწრები იქნება ეს შემდეგი სინოდი გაფართოებული კრების. გაფართოებული კრება 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა, ასე არის დებულებაში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. მას გაფართოებული სხდომა სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე მომავალი პატრიარქის ასაკსა ან განათლებაზე საუბარი, ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, იმსჯელებენ.

განაგრძეთ კითხვა