(ვიდეო) სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ყალბი სამედიცინო დასკვნის გაცემისთვის ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს - კვირის პალიტრა

(ვიდეო) სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ყალბი სამედიცინო დასკვნის გაცემისთვის ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო