აშშ-ს ჯარში დიდი ცვლილებებია: პიტ ჰეგსეთმა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი გაათავისუფლა
აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი რენდი ჯორჯი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც მედია წერს, ჯორჯი თანამდებობაზე უფრო დიდხანს - სულ მცირე ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ჰეგსეთის ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ ის გადადგა.
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის გათავისუფლება პენტაგონმა დაადასტურა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა X-ზე დაწერა, რომ ჯორჯი “დაუყოვნებლივ გავა პენსიაზე და დატოვებს სახმელეთო ჯარების 41-ე შტაბის უფროსის თანამდებობას“.
როგორც წესი, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსები ამ პოსტზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობენ - ჯორჯი აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წელს დანიშნა.