"ინგლისური არ ვიცოდი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ჰოლივუდში კარიერა მაინც შევქმენი" - რას იხსენებს ანტონიო ბანდერასი - კვირის პალიტრა

"ინგლისური არ ვიცოდი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ჰოლივუდში კარიერა მაინც შევქმენი" - რას იხსენებს ანტონიო ბანდერასი

ანტონიო ბანდერასმა ამერიკულ კინოში მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო, ხოლო 1998 წელს, ფილმში "ზოროს ნიღაბი", მთავარი გმირი განასახიერა. ​

ბანდერასი ჰოლივუდში ჩასვლის პირველ წლებში არსებულ სირთულეებზე გულახდილად საუბრობს. 65 წლის მსახიობმა ბრიტანულ გამოცემა The Times-თან 25 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ინგლისურენოვანი კარიერის დასაწყისში მას მხოლოდ უარყოფითი პერსონაჟების როლებს უმზადებდნენ.

"მეუბნებოდნენ, რომ იქ, ფერადკანიანებისა და ლათინოამერიკელების მსგავსად, მხოლოდ ბოროტმოქმედების სათამაშოდ ვიყავი," - განუცხადა გამოცემას ესპანელმა მსახიობმა.

"თუმცა, რამდენიმე წელიწადში მე უკვე ნიღაბი, ქუდი, დაშნა და მოსასხამი მოვირგე, ხოლო ბოროტმოქმედი კაპიტანი ლავი - ცისფერთვალება, ქერა მამაკაცი აღმოჩნდა." - ამბობს ბანდერასი.

antonio-banderasi-2-1774713812-1775207531.jpg

​მსახიობმა სტერეოტიპები მალევე დაამსხვრია. მან 1998 წლის ჰიტი, "ზოროს ნიღაბი" გაიხსენა, სადაც კეთილშობილ გმირს განასახიერებს, მისი ანტაგონისტი კი თეთრკანიანი მსახიობი, მეტ ლეჩერი და მისი ეკრანული გმირი, ჰარისონ ლავია.

მსახიობმა ასევე ყურადღება გაამახვილა თავის საყვარელ პერსონაჟზე - ჩექმებიან კატაზე "შრეკის" ფრენჩაიზიდან და მისი მომდევნო ნაწილებიდან. ბანდერასის თქმით, ეს მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ეს გმირი ბავშვებისთვისაა შექმნილი. (ასევე დაგაინტერესებთ: "ის ნამდვილი დრამის დედოფალი იყო. ყოველთვის, როცა გადასაღებ მოედანზე "მოქმედებას" ვამბობდი, ტირილს იწყებდა" - ანტონიო ბანდერასი შვილების შესახებ საუბრობს)

"ისინი ხედავენ კატას, რომელსაც ესპანური, უფრო მეტიც - ანდალუსიური აქცენტი აქვს და ის დადებითი პერსონაჟია," - თქვა მან. ​

ბანდერასმა სამსახიობო გზა მშობლიურ ქალაქ მალაგაში, თეატრის სცენაზე დაიწყო. მისი კინოდებიუტი 1982 წელს შედგა და აშშ-ში გადასვლამდე მან ათობით ესპანურენოვან ფილმში მიიღო მონაწილეობა.

განაგრძეთ კითხვა