“მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის საუბარი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე ავიდა - აპრილში ველით, რომ იქნება გადატვირთვისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯები“ - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

“მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის საუბარი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე ავიდა - აპრილში ველით, რომ იქნება გადატვირთვისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯები“ - შალვა პაპუაშვილი

ის, რომ საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა - აპრილში ველით იმას, რომ მათ შორის ამ საუბრის შედეგად, იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული, კონკრეტულად, რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას.

„ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული პარტნიორი ვიყავით, რაც არა ერთხელ დაგვიდასტურებია. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, იმ დონეზე დაიყვანა, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ახალ ადმინისტრაციას აქვს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ერთ-ერთ მთავარი ინდიკატორი, რაც ჩვენ დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.

განაგრძეთ კითხვა