“მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო მომენტში გამოეთიშნენ მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას - არ ვიცი, მათ რა აქვთ საქართველოსთან გასაყოფი“ -შალვა პაპუაშვილი იგორ დოდონის თბილისში ვიზიტზე
მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო მომენტში გამოეთიშნენ მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას - არ ვიცი, მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს საქართველოსთან გასაყოფი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მხრივ, საკუთარი წუხილი მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ეს ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო.
პაპუაშვილი ამბობს, რომ მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან, დელეგაციის ბლოკირების მცდელობა გაუგებარია.
„იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი არის ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მათ მადლობა გადავუხადო რომ ჩამოვიდნენ. ამ ჯგუფის შემადგენლობაში, სხვათა შორის, ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, ისინი დელეგაციის სიაში იყვნენ. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს ამ პირებმა დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო.