“სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება“ - რას აცხადებს ნიკა მელიას ადვიკატი
სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ სცნო დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ.
„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭირო არ იყო დამატებით, დეტალურად, თვეების განმავლობაში დროის ხარჯვა და მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევა. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ ნიკა მელიას პოზიციას, მას მიაჩნია, რომ ეს არ არის მასთან მიმართებით სამართლებრივი პროცესი, ამიტომ სწრაფად რომ გავიგოთ, რა შედეგი უნდა დადგეს აღნიშნულ საქმეზე, უნდა დატოვონ ხანგრძლივად ციხეში, თუ გამოიყენონ სხვა ალტერნატიული სასჯელი, ამის გამო ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის აღიარებს, ან თანამშრომლობს, ეს არის ჩვენი უფლება.