“მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს“ - კახა კალაძე უფასო სასადილოებში კორუფციის შესახებ სუს-ის განცხადებაზე
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.
მანვე განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უფასო სასადილოებს სანიტარიული კუთხით აფასებენ, დანარჩენ საკითხებს კონტრაქტორი კომპანიები კურირებს.
„დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვ. სწორედ კონტარქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა -დააკავებდნენ მათ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს.