“სხვას ვაძლევთ ყველაზე იაფ დენს და ჩვენ ვყიდულობთ ძვირად“ - ენერგეტიკოსი „ენგურჰესზე“ - კვირის პალიტრა

“სხვას ვაძლევთ ყველაზე იაფ დენს და ჩვენ ვყიდულობთ ძვირად“ - ენერგეტიკოსი „ენგურჰესზე“

„დაგვრჩება ჩვენს მიერ გამომუშავებული კიდევ უფრო ნაკლები ელექტროენერგია“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აფხაზეთში რუსული დენის სოციალური ნაკადის შეწყვეტის საკითხს.

შეგახსენებთ, აფხაზეთში 2026 წლის 31 მარტის 00:00 საათიდან რუსული დენის სოციალური, ანუ უფასო ნაკადი შეწყდა და ოკუპირებული რეგიონი მთლიანად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა. „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი კი, განსაკუთრების ზამთრის პერიოდში“, სწორედ აფხაზეთს მიაქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობას შორის 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. აღნიშნული კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს [40%] ხშირად აჭარბებს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და თანაც მუდმივად უფასოდ.

განაგრძეთ კითხვა