“დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით, რა არ იკადრეს ამ ადამიანებმა“ - მიხეილ ყაველაშვილი
ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერში საქართველო იღებდა მონაწილეობას და აბა დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს ამ ადამიანებმა, - ამის შესახებ სლოვაკეთში ვიზიტით მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ის ადამიანები უშლიან ხელს ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობის მომხრეები არიან.
„მე რომ ურთიერთობას ავაწყობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მე ხომ საქართველოს პრეზიდენტი ვარ, აღმასრულებელი ხელისუფლებაა და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაშია, ხან პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ხომ კარგი რამეა საქართველოსთვის, ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის ქართული საქმე?! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების საქმე ?! ვინ აკეთებს ამ საქმეს და ვინ ეწინააღმდეგება და როგორი ქილიკი მიდის?! ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“