“შალვა პაპუაშვილი ბლეფობს და ტაკიმასხარაობითაა დაკავებული - ანაკლიის პორტისადმი აშშ-ს ინტერესი არაერთგზის, უმაღლეს დონეზე იქნა გაცხადებული და ამას უარი უთხრა „ქართულმა ოცნებამ““ - თაზო დათუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ბლეფობს და პოლიტიკური ტაკიმასხარაობით არის დაკავებული, როცა ამბობს, რომ აშშ-ი ანაკლიის პორტით ვერ დააინტერესეს - აშშ-ს ინტერესი არაერთგზის უმაღლესი დონეზე იქნა გაცხადებული და ამერიკის ინტერესს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უარი “ქართულმა ოცნებამ“ უთხრა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი.
მისი თქმით, ამერიკელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატული ინტერესი ჰქონდათ.
“ამერიკელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატული ინტერესი ჰქონდათ მაშინ, როცა ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ინვესტორი უმსხვილესი ამერიკული ჯგუფი იყო. ანაკლიის პორტში ამერიკელების ინტერესი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა. ეს ინტერესი არაერთგზის უმაღლეს დონეზე იქნა გაცხადებული. ანაკლიის პოსტის მიმართ ამერიკის ინტერესი დაადასტურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტმა, რომელსაც გეგმაში არ ჰქონდა, მაგრამ ანაკლიაში მაინც ჩავიდა. ამერიკის ინტერესი ანაკლიის პორტში მარკო რუბიოს ზარითაც დადასტურდა.
ამერიკის ინტერესს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უარი “ქართულმა ოცნებამ“ უთხრა, როცა პორტი ანაკლიის კონსორციუმს არ ააშენებინა. ამით მიიღო ის, რომ დღემდე ის ადგილი არის გაუდაბურებული და გავერანებული. ალი-კვალი არ ჩანს იმ ჩინური კომპანიის, რომელიც თითქოს და შემოიყვანეს და ახლა ჩიხში არიან შესული.