შსს-მ, სოფელ ყულევთან, სავარაუდოდ, საფრენი აპარატურის ფრაგმენტის აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სოფელ ყულევთან, სავარაუდოდ, საფრენი აპარატურის ფრაგმენტია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა ეს რომელიმე საფრენი აპარატურის ფრაგმენტი.
მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევას გულისხმობს.
შესაბამის ფოტოს ანალიტიკური გვერდი World Military ავრცელებს.