"წარმოუდგენელია, რომ ღმერთი ასაკით და დიპლომით ირჩევდეს თავის მსახურს და მისი ნების გამტარებელს…" - რას წერს გია ხუხაშვილი მომავალი პატრიარქის განათლებაზე
"წარმოუდგენელია, რომ ღმერთი ასაკით და დიპლომით ირჩევდეს თავის მსახურს და მისი ნების გამტარებელს… დავითი ღმერთმა ისე აირჩია, არც დიპლომი ჰქონდა და არც ასაკობრივ ცენზს აკმაყოფილებდა. ვფიქრობ, ეს კრიტერიუმები მთლიანად საეროა, მიწიერია და არაფერი საერთო უფლის ნებასთან არა აქვს…" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მომავალი პატრიარქის განათლებაზე წერს.
ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა.
"განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.