"ბევრი წყაროს ცნობით, კორუფციაზე დაჭერას უპირებენ გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეს - სამსახურიდან უკვე გაუშვეს ბესელია..." - რას წერს ნიკა გვარამია - კვირის პალიტრა

"ბევრი წყაროს ცნობით, კორუფციაზე დაჭერას უპირებენ გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეს - სამსახურიდან უკვე გაუშვეს ბესელია..." - რას წერს ნიკა გვარამია

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ლი­დე­რი ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე­სა და გრი­გოლ ბე­სე­ლი­ას კო­რუფ­ცი­ა­ზე და­ჭე­რას უპი­რე­ბენ.

"ლო­ყა­ა­წით­ლე­ბუ­ლებს ახლა სხვა რა­მეს აუ­წით­ლე­ბენ, ვა­ტყობ: ბევ­რი წყა­როს ცნო­ბით, კო­რუფ­ცი­ა­ზე და­ჭე­რას უპი­რე­ბენ ბე­სე­ლი­ას და დგე­ბუ­ა­ძეს. სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­უშ­ვეს ბე­სე­ლია და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზეც იბა­რე­ბენ. დგე­ბუ­ა­ძეს ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს”, - აცხა­დებს ნიკა გვა­რა­მია.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ბე­სე­ლია, რო­მე­ლიც 2025 წლის მა­ის­ში ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აღარ მუ­შა­ობს. აღ­ნიშ­ნულს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ.