“ძალიან ბედნიერი წყვილი იყო" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად გარდაცვლილ ახალგაზრდებზე
გუშინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ვარკეთილში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია.
როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, წყვილმა შარშან იქორწინა, ბედნიერად ცხოვრობდნენ და უცებ ეს საშინელი უბედურება დატრიალდა.
"გუშინ მოხდა ეს უბედურება, სავარაუდოდ გაზის გაჟონვით არიან მოწამლულები და დაღუპულებო. ნახეს ბინაში გათიშულები ორივე. ძალიან ლამაზი და ბედნიერი წყვილი იყო. შარშან იქორწინა შაკომ ელენეზე. ჩვენს თვალწინ გაზრდილია, 22 წლის იყო შაკო. ზაჰესში ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუღლე შეირთო, გადავიდნენ ვარკეთილში და იმ ბინაში დატრიალდა ეს უბედურება. სიტყვები უძლურია ამ დროს. თავზარდაცემულები ვართ ამ ამბით. გუშინ გვიანობამდე ჯერ კიდევ პროზექტურაში იყო ცხედრები. უდიდესი ტრაგედიაა მომხდარი. დანარჩენი დეტალები ჯერ არ ვიცი. გააგრძელეთ კითხვა
ტრაგედია თბილისში: უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა - "გასულ წელს შექმნეს ოჯახი"