ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა - საბედისწერო დიაგნოზი და 13-საათიანი ოპერაცია: როგორ იხსენებენ კოლეგები რამაზან თეთიკს
31 წლის ასაკში თურქი მსახიობი რამაზან თეთიკი გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი აორტის დისექცია (გაშრევება) და ოპერაციის შემდგომი გართულებები გახდა. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ბოლო დროს პოპულარულ სერიალ „ეშრეფის სიზმარში“ ჩაღათაი ულუსოისა და დემეთ ოზდემირის გვერდით იხილა, სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა.
საბედისწერო დიაგნოზი და 13-საათიანი ოპერაცია
თეთიკის ჯანმრთელობის პრობლემები მოულოდნელად დაიწყო. მას აორტის დისექციის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. თურქული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია უკიდურესად რთული აღმოჩნდა და 13 საათს გაგრძელდა.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში მისი კოლეგები და ახლობლები მოსახლეობას სისხლის დონაციისკენაც მოუწოდებდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გააგრძელეთ კითხვა