ბუბა ჭოღოშვილი და თინათინ წულაძე ერთად არიან - ახალი ვარსკვლავური წყვილის "ლავსთორი" - კვირის პალიტრა

ბუბა ჭოღოშვილი და თინათინ წულაძე ერთად არიან - ახალი ვარსკვლავური წყვილის "ლავსთორი"

ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ახა­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი წყვი­ლი გა­მოჩ­ნდა. პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, მსა­ხი­ო­ბი ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის, ლე­ვან წუ­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე ერ­თად არი­ან.

ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, მას შემ­დეგ, რაც თი­ნამ ბუ­ბას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი თბი­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გა­მომ­წე­რე­ბი წყვილს კომ­პლი­მენ­ტე­ბით ამ­კო­ბენ: „ვერ ვხვდე­ბი ამ წყვილ­ში გოგო ჯო­ბია თუ ბიჭი“, „რა საყ­ვარ­ლე­ბი ხართ“, „ბუ­ბა­ბუ­ე­ბი“ „თქვენ­თვის მე­მე­ტე­ბა ეს ბიჭი და პი­რი­ქით“ – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დიდ სიყ­ვა­რუ­ლამ­დე ორი­ვეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და.

  • ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა სო­ფელ­ში და 8 ძაღ­ლი

ჯერ კი­დევ 2023 წელს, ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლი მომ­ღე­რალ ნან­კა გვა­რიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რში გა­იც­ნო და მათ სა­ერ­თო ოც­ნე­ბა – ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა – სო­ფელ დიდ­გორ­ში აიხ­დი­ნეს. ისი­ნი ნან­კას დიდი ბა­ბუ­ის ნა­სახ­ლარ­ზე და­სახ­ლდნენ, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­ცო­ცხლეს.

ბუბა და ნან­კა 8 ძაღ­ლთან და 2 კა­ტას­თან ერ­თად ნამ­დვილ იდი­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ. „ჩვე­ნი ბუდე მო­ვი­წყეთ... სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა“, - ამ­ბობ­და მა­შინ ბუბა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათი გზე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­ყო.

buba-da-nanka-39396-1775458810.jpg

  • თი­ნა­თინ წუ­ლა­ძის დე­დო­ბა და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია

რაც შე­ე­ხე­ბა თი­ნა­თინ წუ­ლა­ძეს, ის რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვილ­ზე. 2021 წელს წყვილს ვაჟი, ან­დრო შე­ე­ძი­ნა. თი­ნა­თი­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სი­ხა­რუ­ლით ჰყვე­ბო­და, რო­გორ ზრუ­ნავ­დნენ მას­ზე მე­უღ­ლე და მშობ­ლე­ბი – მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა და ლე­ვან წუ­ლა­ძე.

განაგრძეთ კითხვა